Thumbnail

'ბოლომდე!' - კრიშტიანო რონალდოს რეაქცია ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა სტუმრად ბოლონია დაამარცხა (4:1) და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

36 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა 38-ე ტურის შეხვედრა გადაღლილობის გამო გამოტოვა. ბოლონიასთან მოგების მიუხედავად, "ბიანკონერის" საგზურის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა ნაპოლიმ თავისი თამაში ვერ მოიგო და და საბოლოოდ ტურინელებმა ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავეს.

მატჩის შემდეგ რონალდომ "ინსტაგრამში" თავისი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ტუჩებთან თითი აქვს მიტანილი. მეორე ფოტოზე იუვენტუსის გასახდელია აღბეჭდილი, სადაც მოთამაშეები წარმატებას აღნიშნავენ. 

"ბოლომდე!", - მიაწერა რონალდომ ფოტოს.

კრიშტიანო რონალდომ სერია A-ს 2020/21 წლების სეზონის 33 მატჩში ითამაშა და 29 გოლი გაიტანა (6 პენალტით) და სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პორტუგალიელს ინტერის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ (24 გოლი) და ატალანტას ფორვარდი ლუის მურიელი (22) ჩამორჩნენ. 

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც შეძლო საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო ინგლისის პრემიერლიგაში, ესპანურ ლა ლიგასა და იტალიურ სერია A-ში. 

კომენტარები

ბოლო ამბები