Thumbnail
  • მარიამ ბოლქვაძემ და ეკატერინე გორგოძემ მეტოქეთა ვინაობა  შეიტყვეს
  • წლევანდელი საფრანგეთის ღია პირველობის მატჩები სტარტს 24 მაისს აიღებს

საფრანგეთის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშების საკვალიფიკაციო ბადეში, რომელიც სტარტს ხვალ, 24 მაისს აიღებს, 2 ქართველი ჩოგბურთელი ჩაებმება. ქალთა ტურნირის ძიირითად ბადეში გასასვლელად 23 წლის მარიამ ბოლქვაძე და 29 წლის ეკატერინე გორგოძე იბრძოლებენ.

WTA-ს რეიტინგში მყოფი გორგოძე საწყის რაუნდში 34 წლის უკრაინელ კატარინა ბონდარენკოს ეთამაშება, რომელიც მსოფლიოს 226-ე ჩოგანია, თუმცა, კარიერის პიკზე 29-ე საფეხურზე იყო. თუკი მარიამმა ბონდარენკოს აჯობა, თამაში პირველი განთესვის მქონე რუსი ვერა ზვონარევასა და ბრიტანელ ფრანჩესკა ჯონსის მატჩში უმჯობესთან მოუწევს.

მარიამ ბოლქვაძე

გორგოძე, რომელიც კლასიფიკაციაში 223-ეა, ძალებს კვალიფიკაციაში 28-ე ნომრად განთესილ 23 წლის მექსიკელ რენატა ზარაზუას დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 139-ეა და ეს, მისთვის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. მექსიკელთან გამარჯვების შემთხვევაში, გორგოძე ფრანგი სალმა ჯუბრისა და ბულგარელი ელიცა კოსტოვას წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

როლან გაროსის ძირითად ბადეში გასასვლელად, საერთო ჯამში, 3 ეტაპის გავლაა საჭირო. ცნობილია, რომ იქ პირდაპირ იქნება დაშვებული 2 ქართველი ჩოგბურთელი: ნიკოლოზ ბასილაშვილი კაცთა ტურნირის ერთეულთა ბადეში ითამაშებს, ოქსანა კალაშნიკოვა კი – ქალების წყვილთა შეჯიბრში.

კომენტარები

ბოლო ამბები