Thumbnail

გენტმა ქვილითაიას ფასი დაადო - ქეცბაიას გიორგის შენარჩუნება სურს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი ქვილითაიას გენტთან კონტრაქტი აკავშირებს
  • ბელგიელები 27 წლის ფეხბურთელში ნახევარ მილიონს ითხოვენ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქვილითაიას მომავალი, ჯერჯერობით, გაურკვეველია. მას ფამაგუსტას ანორთოსისთან საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და ბელგიურ გენტში მოუწევს დაბრუნება, სადაც მისი დარჩენის შანსი ძალიან დაბალია.

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ბელგიელებმა გიორგის ფასი დაადეს და მზად არიან მას შეელიონ, ოღონდ სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ევროს ითხოვენ. ანორთოსისს ქართველი ფორვარდის შენარჩუნება სურს, მაგრამ ნახევარი მილიონი თემურ ქეცბაიას გუნდისთვის მიუწვდომელი ფასია. 27 წლის თავდამსხმელით კვიპროსში ანორთოსისის გარდა, კიდევ ერთი წამყვანი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ მისი სახელი ამ დრომდე არ გაჟღერებულა.

ქეცბაიას ქვილითაიას შენარჩუნება სურს

შეგახსენებთ, რომ ქართველი თავდამსხმელი გენტში 2018 წელს გადავიდა და ბელგიურ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. როგორც აღვნიშნეთ, ის კვიპროსში განათხოვრებული იყო და ანორთოსისის მაისურით ყველა ტურნირის 31 მატჩში 14 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

მათ შორის არის გოლი კვიპროსის თასის ფინალის დამატებით დროში, რომლის წყალობითაც ფამაგუსტელებმა ნიქოზიის ოლიმპიაკოსი 2:1 დაამარცხეს და აღნიშნული ჯილდო 14-წლიანი პაუზის შემდეგ, სულ კი, მე-11-ედ დაისაკუთრეს.

📺 ქვილითაიას გოლი კვიპროსის თასის ფინალში

კომენტარები

ბოლო ამბები