Thumbnail

თარიღი დადასტურდა - ზაფხულში ფიური V უაილდერის ტრილოგიის დასასრულს ვნახავთ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფიური V უაილდერი - 24 ივლისი
  • ენტონი ჯოშუა, სავარაუდოდ აგვისტოში იჩხუბებს...

ენტონი ჯოშუას ნაცვლად, ტაისონ ფიური დეონტეი უაილდერს დაუპირისპირდება და ივლისში ამ ტრილოგიის დასასრულს ვნახავთ. მათ შორის მესამე ბრძოლას, 24 ივლისს ლას ვეგასი უმასპინძლებს.

ფიური საუდის არაბეთში ჯოშუასთან ჩხუბს გეგმავდა, მაგრამ უაილდერის მხარემ, მოიგო სასამართლო პროცესი, სადაც ტაისონ ფიურის მესამე ბრძოლის ჩატარების ვალდებულება დაეკისრა.

ფიურიმ პირველ დაპირისპირებაში რეაბილიტირება შეძლო და ბრძოლა ფრედ დასრულდა

ბრიტანელი მოკრივე, გუშინ ჯოშ ტეილორის ბრძოლას დაესწრო და კონტრაქტს ხელი სწორედ მანდ მოაწერა. "კიდევ არ ისვენებს, ამჯერად ტრავმების რაოდენობას გავუსამმაგებ და ჩვენი ურთიერთობაც ამით დასრულდება." - ამბობს ფიური.

ენტონი ჯოშუა კი სავარაუდოდ აგვისტოში ქამრებს უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკის წინააღმდეგ დაიცავს, რომელიც მასავით ოლიმპიური ჩემპიონია და პროფესიულ რინგზე 18 ბრძოლის შემდეგ დაუმარცხებლის სტატუსს ინარჩუნებს.

უაილდერის ტექნიკური ნოკაუტი - რემატჩი ბრიტანელმა პირწმინდად მოიგო

უაილდერს და ფიურის შორის პირველი მატჩი, ფიურის ნოკდაუნების ფონზე წარიმართა, თუმცა ქულებით ბევრი თვლიდა, რომ ბრძოლა ფიური მოიგო. უაილდერს იმ საღამოს ორმა ნოკდაუნმა უშველა, რომელთაგან რეაბილიტირება ფიურიმ სწრაფად შეძლო.

მეორე ბრძოლაში ბრიტანელმა 'ბრონზე ბომბერი' აშკარად დაჯაბნა. ქულებითაც იგებდა და საბოლოოდ, ბრძოლა უაილდერის ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები