Thumbnail

ტოჩინოშინმა ბაშო მარცხით დაასრულა - მას რეიტინგში შესამჩნევი ვარდნა ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა მაისის სუპერტურნირზე 15-დან 10 ორთაბრძოლა წააგო
  • განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე  21 ივნისს გამოქვეყნდება

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის შიკონათი არის ცნობილი, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართული საზაფხულო სუპერტურნირი 5 მოგებითა და 10 მარცხით დაასრულა და წოდებაში შესამჩნევი ვარდნა ელის.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, დასკვნითი ორთაბრძოლა კი აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა კაისეისთან ჩაატარა. ქართველი სეკიტორი 34 წლის ბრაზილიელს ურთიერთშეხვედრებში 13:8-ს უგებდა, დღეს კი, იორიკირით დამარცხდა.

ნაცუ ბაშოს გამარჯვებული ოძეკი ტერუნოფუჯი გახდა, რომელმაც დასკვნით დღეს ასევე ოძეკი ტაკაკეიშოსთან ცუკიოტოშით წააგო (შედეგად, ორივე სუმოისტს 12 გამარჯვება მოუგროვდა), დამატებით შერკინებაში კი ამავე მეტოქეს ჰატაკიკომით სძლია და "იმპერატორის თასი" მეოთხედ დაისაკუთრა.

ცნობისთვის, პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი იგივე ბანძუკე 21 ივნისს გამოქვეყნდება და შევიტყობთ, ტოჩინოშინს რამდენი საფეხურით დააქვეითებენ, მომდევნო სუპერტურნირი კი 4-18 ივლისს აიჩის პრეფექტურაში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები