Thumbnail

ACB ლიგის 38-ე ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფე ლენოვომ ბარსელონას უმასპინძლა და 72:96 დამარცხდა. 

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 20:32 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მოუტანა გუნდს. გიორგის ბარსასთან -24 კოეფიციენტი ჰქონდა, რაც გუნდში ყველაზე ცუდია. მან ერთხელ დაკარგა ბურთი და 2-ჯერ დაჯარიმდა. 

ტენერიფემ სეზონი 27-9 ბალანსით დაასრულა და მე-3 ადგილზე გავიდა, ხოლო ბარსელონა 32-4 ბალანსით მეორეა. ტენერიფე ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები