Thumbnail
  • 'ამ შემთხვევაში, თვალები ნამდვილად გაგიფართოვებდათ'
  • კინგსლი ჯონსმა 'ბორჯღალოსნებთან' მატჩი გაიხსენა

კანადის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა ვრცელი ინტერვიუ მისცა Walesonline-ს და მათ შორის, საქართველოსა და რუსეთი დაპირისპირებაზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ უელსელი სპეციალისტი 2011-14 წლებში სწორედ რუს “დათვებს” ავარჯიშებდა, ამდენად, “ბორჯღალოსნებთან” დაპირისპირება მისთვის უცხო არაა.

“შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ რაგბმა ჩემი ცხოვრება ძირეულად შეცვალა. სწორედ ამ თამაშის წყალობითაა, რომ ისეთ ადგილებში ვიყავი, რაც მანამდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. მაგალითად, დაღესტანი, კრასნოიარსკი, მოსკოვი, სოჭი, თბილისი. თქვენ გგონიათ ინგლისი-უელსი დიდი თამაშია? მაშინ, გირჩევთ თბილისში საქართველოსა და რუსეთის მატჩს დაესწროთ. აი, მაშინ კი თვალები ნამდვილად გაგიფართოვებდათ”, - განაცხადა 51 წლის უელსელმა.

ცნობისთვის, ჯონსის ხელმძღვანელობით, რუსეთის ნაკრებმა თბილისში 2014 წლის 22 თებერვალს ითამაშა და 10:36 წააგო. კინგსლიმ კანადის ნაკრები 2017 წელს ჩაიბარა და იმავე წლის ნოემბერში თბილისს უკვე ტესტ-მატჩის ჩასატარებლად ეწვია, თუმცა, მისი გუნდი ამჯერადაც უშანსოდ დამარცხდა – 22:54.

კომენტარები

ბოლო ამბები