Thumbnail

ფიფა სუპერლიგას მხარს უჭერდა - New York Times-ის სენსაციური სტატია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • New York Times სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს
  • ფიფამ სუპერლიგის შესახებ ყველაფერი იცოდა!

 New York Times წერს, რომ სუპერლიგის პროექტის უკან ფიფა იდგა! გამოცემის ინფორმაციით, ფიფამ ამის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს იცოდა და ამ პერიოდიდან აწარმოებდა კლუბებთან მოლაპარაკებებს, რომელიც რამდენჯერმე გამართულა. კონსორციუმი სახელწოდებით A22 ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან დაახლოებულ პირებთან მიმდინარეობდა, მათ შორის მთავარ როლს კი მატიას გრაფსტრომი თამაშობდა, რომელიც ფიფას გენერალური მდივანია. 

ინფანტინო და სუპერლიგის მთავარი ინიციატორი ფლორენტინო პერესი

ამერიკული მედიის ცნობით, ინფანტინო ღია იყო ამ შესაძლებლობისთვის და JP Morgan-იც საქმეში ამიტომ ჩაერთო, რადგან ოპერაციის წარმატებაში დარწმუნებული იყო. თავის მხრივ, ინფანტინო უარყოფს პროექტში მონაწილეობას, მაგრამ ნათელია, რომ სუპერლიგის შესახებ დისკუსია ისევ გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა, რომელმაც 48 საათში ფიასკო განიცადა და 9 კლუბმა პროექტი დატოვა. ამ დრომდე სუპერლიგაში არიან რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი, რომელთაც უეფა მკაცრი სანქციებით ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები