Thumbnail

'საკუთარ თავს კიდევ ერთ შანსს მივცემდი' - პირლოს წასვლა არ სურს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იუვენტუსმა იტალიის თასის ფინალში ბერგამოს ატალანტა 2:1 დაამარცხა და ამ ტიტულს ისტორიაში მეთოთხმეტედ დაეუფლა. ტურინელთა მთავარი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს თქმით, მასზე რომ იყოს დამოკიდებული, იუვეში მუშაობას მომდევნო სეზონშიც გააგრძელებდა.

"ტიტულის მოგების დიდი სურვილი გვქონდა. კარგი სეზონი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ამ თასის მოგებაზე ვფიქრობდით და დავიმსახურეთ, რადგან ნახევარფინალსა და ფინალში ისეთი დიდი გუნდები დავამარცხეთ, როგორებიც ინტერი და ატალანტაა. ეს გამარჯვება არ წაშლის იმ არასტაბილურობას, რაც სეზონის განმავლობაში გვახასიათებდა, მაგრამ  სადებიუტო სეზონში ბევრი რამ ვისწავლე. ჩემს თავს იუვენტუსის მწვრთნელად კიდევ ერთ შანსს მივცემდი. მიყვარს ფეხბურთი და მინდა გავაგრძელო. ბოლოს გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობა მიიღებს, მაგრამ მე გაგრძელება მინდა. მიყვარს ეს საქმე და მიყვარს ეს კლუბი. ვიმეორებ, ჩემი მიზანი გაგრძელებაა", - თქვა პირლომ.

პირლომ იტალიის თასი დაბადების დღეზე მოიგო

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერაში პირველ სეზონს ატარებს და 2 ტიტული მოიგო (იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი), მაგრამ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში ჩაგდებული სეზონის გამო დიდი შანსია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის გაათავისუფლონ. პირლო ლუის მონტის, კარლო პაროლას და დინო ძოფის შემდეგ მე-4 ადამინია, რომელმაც იუვენტუსში იტალიის თასი, როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში მოიგო.

📺 ატალანტა V იუვენტუსი [მიმოხილვა]

 

კომენტარები

ბოლო ამბები