Thumbnail
  • ატალანტა 1:2 იუვენტუსი
  • პირლოს გუნდმა კულუშევსკის და კიეზას გოლებით მოიგო
  • ტურინელებმა იტალიის თასი ისტორიაში მე-14-ედ მოიპოვეს  

ტურინის იუვენტუსმა იტალიის თასის ფინალში ბერგამოს ატალანტა დაამარცხა და ანდრეა პირლოს მწვრთნელობის პერიოდში მეორე ტიტული მოიპოვა.

რეჯო-ნელ-ემილიაში გამართულ შეხვედრაში ანგარიში დეიან კულუშევსკიმ 31-ე წუთზე, უესტონ მაკკენის პასით გახსნა. ტურინელთა შვედმა ნახევარმცველმა მეორე ტაიმში საგოლე გადაცემაც მიითვალა და ფედერიკო კიეზას გამარჯვების მომტანი გოლი გაატანინა, იქამდე კი ატალანტამ ანგარიშის გათანაბრება რუსლან მალინოვსკის გოლით მოახერხა.

ატალანტასთან გამარჯვების გოლი ფედერიკო კიეზამ გაიტანა

იუვენტუსმა ანგარიშში უპირატესობის შენარჩუნება ბოლომდე მოახერხა და ტიტული ისტორიაში მე-14-ედ დაისაკუთრა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ბოლოს ტურინელებს იტალიის თასზე გამარჯვება 2018 წელს მოახერხეს.

ჯიჯი ბუფონმა იტალიის თასი კარიერაში მეექვსედ მოიგო

ანდრეა პირლოსთვის, რომელიც იუვენტუსს 2020 წლის აგვისტოდან წვრთნის, ეს მეორე ტიტულია ტურინულ კლუბში. იანვარში "ბებერმა ქალბატონმა" იტალიის სუპერთასზე გაიმარჯვა, სადაც ნაპოლის მოუგო.  

📺 ატალანტა V იუვენტუსი [მიმოხილვა]

ატალანტა 1:2 იუვენტუსი

გოლები: 1:0 კულუშევსკი (31’), 1:1 მალინოვსკი (41’), 1:2 კიეზა (73’)
ატალანტა (3-4-2-1): გოლინი - ტოლოი (ჯიმსიტი, 76'), რომერო, პალომინო - ჰატებური (ილიჩიჩი, 76'), დე რონი, ფროილერი, გოსენსი (მირანჩუკი, 83') - მალინოვსკი (მურიელი, 68'), პესინა (პაშალიჩი, 68') - საპატა.
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - კუადრადო, დე ლიხტი, კიელინი, დანილო - მაკკენი, ბენტანკური, რაბიო, კიეზა (დიბალა, 74') - რონალდო, კულუშევსკი (ბონუჩი, 83').

კომენტარები

ბოლო ამბები