Thumbnail
  • MLS-ის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სია
  • იბრაჰიმოვიჩისა და ყაზაიშვილის სახელფასო სხვაობა
  • ქართველი ფეხბურთელი სან ხოსეში ლიდერია

ამერიკულმა გამოცემამ DENVERSPORT-მა MLS-ის კლუბების ხელფასებზე ინფორმაცია გამოქვეყნა. ამავე გამოცემამ შეადგინა იმ ფეხბურთელთა ათეული, რომელიც MLS-ში ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს. ათეულში ვერ მოხვდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომლის ხელფასიც მილიონ 500 ათას დოლარს უტოლდება.

სან ხოსეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილია, რომელიც მილიონ 325 ათას დოლარს იღებს წელიწადში. მეორე ადგილზე კრის ვონდოლოვსკია, რომელიც 800 ათას დოლარს იღებს.

ზლატანი წელიწადში, ხელფასის სახით, ყაზაიშვილზე 125 ათასით მეტ დოლარს იღებს.

ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. ბასტიან შვაინშტაიგერი - 6 მილიონ 100 ათასი დოლარი. - (მანჩესტერ იუნაიტედიდან ჩიკაგოში)
  2. მაიკლ ბრედლი - 6 მილიონი დოლარი. - (რომადან ტორონტოში)
  3. დავიდ ვილია - 5 მილიონ 610 ათასი დოლარი. (მელბურნ სიტიდან ნიუ იორკ სიტიში)
  4. სებასტიან ჯოვინკო - 5 მილიონ 600 ათასი დოლარი. (იუვენტუსიდან ტორონტოში)
  5. ჯოზი ალტიდორი - 5 მილიონი დოლარი. (სანდერლენდიდან ტორონტოში)
  6. იგნასიო პიატი - 4 მილიონ 700 ათასი დოლარი. (სან ლორენსოდან მონრეალში)
  7. კარლოს ველა - 4 მილიონ 500 ათასი დოლარი. ( სოსიედადიდან ლოს ანჯელესში)
  8. ჯოვანი დოს სანტოსი - 4 მილიონ 250 ათასი დოლარი. (ვილიარეალიდან გელექსიში)
  9. დიეგო ვალერი - 2 მილიონ 320 ათასი დოლარი. (ლანუსიდან პორტლენდში)
  10. ტიმ ჰოვარდი - 2 მილიონი დოლარი. ( ევერტონი კოლორადო)

კომენტარები

ბოლო ამბები