Thumbnail
  • ლენსტერი 15:12 რასინგი
  • კაკოვინის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
  • ლენსტერმა ჩემპიონთა თასი მეოთხედ მოიგო

ვასილ კაკოვინის რასინგი ჩემპიონთა თასის ფინალში ირლანდიურ ლენსტერთან 15:12 დამარცხდა. კაკოვინის გუნდმა შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში დათმო. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, რასინგი 3 ქულას იგებდა, ლენსტერმა ორი ჯარიმა მოიპოვა და ორივე გაიტანა. კაკოვინი შეხვედრაში 54-ე წუთიდან ჩაერთო და ბოლომდე ითამაშა.

ირლანდიურმა გუნდმა ტიტული მეოთხედ მოიპოვა, რითიც ის ფრანგულ ტულუზს გაუთანაბრდა. ლენსტერმა ოთხივე ტიტული 21-ე საუკუნეში მოიპოვა.

რასინგმა ფინალი მეორედ წააგო. 2015/2016 წლების სეზონში ფრანგული კლუბი ინგლისურ სარასენსთან 21:9 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები