Thumbnail

'მინდა, კარგად დავისვენო' - მარკო როისი ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მარო როისს გერმანიის ნაკრებში 2019 წლის მერე არ უთამაშია
  • 31 წლის ფეხბურთელს სურს, რომ მომდევნო სეზონს ფორმაში შეხვდეს

დორტმუნდის ნახევარმცველი მარკო როისი ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. გადაწყვეტილება ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.

როგორიც როისმა თქვა, მას სურს, რომ ზაფხულში დრო დასვენებისთვის გამოიყენოს, რათა მომდევნო სეზონის სტარტს უფრო მომზადებული და ფორმაში შეხვდეს.

"რთული, დამქანცველი და მადლობა ღმერთს, წარმატებებით სავსე სეზონის შემდეგ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ერთად გადავწყვიტე, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ წავიდე. ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ ყოველთვის სიამაყით სავსე, ვარ, როდესაც უფლება მაქვს ჩემი ქვეყნისთვის ვითამაშო. ჩემთვის ძალიან ინტენსიური წლის შემდეგ დორტმუნდთან ერთად მიზნების მისაღწევად, გადავწყვიტე ჩემს სხეულს დრო დასვენებისთვის დავუთმო. შესვენებას გამოვიყენებ, რომ ახალი სეზონის ოპტიმალურად დაწყება შევძლო", - დაწერა სოციალურ ქსელში მარკომ.

31 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში დორტმუნდის მაისურით ჩატარებულ 48 თამაშში 10 გოლი გაიტანა. მარკოს გერმანიის ნაკრებში 44 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ „ბუნდესნაკრების“ ღირსება 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დაუცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები