Thumbnail

კაჭარავა და გაჩეჩილაძე ჩემპიონები გახდნენ, ენისეიმ კონტინენტის ფარი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ენისეი 24:20 ჰაიდელბერგი
  • ქართველების მეორე ევროპული ტიტული
  • ენისეიმ ზედიზედ მეორედ მოიგო კონტინეტის ფარი

საკლუბო რაგბის რანგით მესამე ევროტურნირის გამარჯვებული ენისეი გახდა. რუსულმა კლუბმა კონტინეტის ფარის ფინალში ჰაიდელბერგს 24:20 სძლია. ენისეის სასატარტო შემადგენლობაში იყვნენ დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე. ბორჯღალოსნებმა შეხვედრა კარგად ჩაატარეს და კლუბის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

რუსულმა კლუბმა მეტოქეს სამი ლელო დაუდო. იური კუშნარიოვი მოწოდების სიმაღლეზე იყო - მან სამ გარდასახვა ერთი ზუსტი ჯარიმაც მიუმატა.

ენისეი ზედიზედ მეორედ გახდა კონტინენტის ფარის გამარჯვებული. კლუბი ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. ჰაიდელბერგი კი არსებობის ისტორიაში პირველად მიიღებს ჩელენჯ ქაფის გათამაშებაში მონაწილეობას. გერმანულმა კლუბმა დიდი სენსაცია შემოგვთავაზა - მათ ნახევარფინალში რუმინულ ტიმიშოარას აჯობეს და ღირსეულად გავიდნენ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე.

ენისეი ზედიზედ მეორედ გახდა კონტინენტის ფარის გამარჯვებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები