Thumbnail
  • რეალი 6:0 სელტა
  • გარეთ ბეილმა და ისკომ გაიბრწყინეს
  • სევილიური დერბი მშვიდობიანად დასრულდა

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში მადრიდის რეალმა ვიგოს სელტას უმასპინძლა და 6:0 მოუგო. 

ზინედინ ზიდანმა კაპიტანი სერხიო რამოსი დაასვენა, ხოლო დანი კარვახალს და კრიშტიანო რონალდოს ტრავმები აქვთ. 

პირველ ტაიმში გარეთ ბეილმა დუბლი შეასრულა, განსაკუთრებით თვალსასეირო იყო უელსელის მეორე გოლი. ტაიმის რეალმა 3:0 მოიგო, რადგან ისკომ არანაკლები სილამაზის გოლი გაიტანა. 

მეორე ტაიმში რეალის გოლები ჰაკიმიმ და კროოსმა გაიტანეს (1 ავტოგოლი). რეალს 75 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. 

საინტერესო ფაქტები

რეალი ლა ლიგაში შინ 9 ტურია, რაც არ დამარცხებულა (7 მოგება, 2 ფრე).

გარეთ ბეილმა 4 დუბლი შეასრულა ამ სეზონში. ეს მისთვის საუკეთესო შედეგია, რაც რეალშია.

სევილიური დერბი

სევილიას ფეხბურთელებმა გოლი ბეტისის ფანების თვალწინ იზეიმეს

ბეტისმა და სევილიამ ისევ უხვგოლიანი დერბი ითამაშეს, მაგრამ პირველი წრის მსგავსად, როცა ბეტისმა "სანჩეს პისხუანზე" 5:3 მოიგო, 8 გოლი აღარ გასულა - გუნდებმა 4 იკმარეს. 

რეალ ბეტისი მარკ ბარტრამ დააწინაურა, შემდეგ კი ვისამ ბენ იედერმა კურიოზული გოლით გაათანაბრა. სევილია წინ სიმონ კიაერმა გაიყვანა, მაგრამ ლორენმა ბეტისი წაგებისგან იხსნა - 2:2.

ამით ბეტისმა 60 ქულა დააგროვა და ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა. სევილია 55 ქულით მე-7 ადგილზეა და საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. 

სხვა მატჩები

რეალ სოსიედადი 3:2 ლეგანესი

ალავესი 3:1 ბილბაო

დეპორტივო 2:4 ვილიარეალი

ეიბარი 1:0 ლას პალმასი

ხეტაფე 0:1 ატლეტიკო

ჟირონა 0:1 ვალენსია

კომენტარები

ბოლო ამბები