Thumbnail

თემურ ქეცბაიამ გადაწყვიტა - ანორთოსისთან ახალი შეთანხმების დეტალები

  • თემურ ქეცბაია ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რჩება
  • 53 წლის სპეციალისტი კვიპროსულ კლუბს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა

თემურ ქეცბაია ანორთოსისში რჩება. კვიპროსული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ხელშეკრულების კიდევ ორი წლით გახანაგრძლივება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"ანორთოსისსა და თემურ ქეცბაიას შორის კონტრაქტის გაგრძელებამდე ბევრი აღარ დარჩა. ქართველმა მწვრთნელმა, რომელმაც ფამაგუსტას კლუბს ისტორიაში თასი მეთერთმეტედ, ხოლო 13-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული პირველად მოაგებინა, მზადაა ახალ კონტრაქტს ხელი მოაწეროს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ორწლიანი იქნება, ორივე მხარემ უკვე მოილაპარაკა და მის ფინანსურ მხარეზეც შეთანხმდა", - წერს ადგილობრივი მედია.

ქეცბაიას კვიპროსული კლუბის ხელმძღვანელობა სრულ ნდობას უცხადებს

ჯერჯრობით უცნობია, როგორი იქნება მომავალ სეზონში 53 წლის სპეციალისტის გუნდის შემადგენლობა და რამდენი ქართველი ლეგიონერი ეყოლება ანორთოსისს. გიორგი ლორიას და ბუბა დაუშვილს კლუბთან კონტრაქტები კიდევ ერთ სეზონით აკავშირებთ. ხელშეკრულება დაუსრულდა და კლუბის შეცვლას აპირებს თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო გიორგი ქვილითაია, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, ბელგიურ გენტს უბრუნდება. 

ქართველი ლეგიონერები კვიპროსის თასით

53 წლის ქართველი სპეციალისტი კვიპროსში სამუშაოდ 2019 წელს დაბრუნდა და ანორთოსისი ჩაიბარა, რომელსაც 2007-09 წლებშიც წვრთნიდა. საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ასევე უმუშავია ბერძნულ ოლიმპიაკოსსა და აეკ-ში, კვიპროსულ აპოელ-ში და რუსულ ორენბურგში. 

კომენტარები

ბოლო ამბები