Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ახალი პოზიცია რეიტინგ-ლისტში
  • ქართველი ჩოგბურთელის უახლოესი გეგმები

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სერბეთში Belgrade Open-ზე ითამაშებს, რომლის ძირითადი ბადის თამაშები 23 მაისს დაიწყება. ბასილაშვილი ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტი იქნება - ნოვაკ ჯოკოვიჩისა და გაელ მონფილსის შემდეგ მე-3 ნომრად იქნება განთესილი. 

ბელგრადის ტურნირი 250-იანი სერიის შეჯიბრებაა, რომლის საპრიზო ფონდიც €511 000-ია. ამის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი პარიზში, "როლან გაროსის" კორტებზე გადაინაცვლებს და საფრანგეთის ღია პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას. როლან გაროსის ძირითადი ბადე სტარტს 30 მაისს აიღებს. ერთი რამ უკვე ცხადია - ბასილაშვილი პარიზში განთესილი იქნება. დღევანდელი მონაცემით, მას 30-ე ნომრად განთესენ, თუმცა შეიძლება ტურნირზე ის უფრო მაღალი ნომრითაც მოხვდეს. 

დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში 1 830 ქულით ნიკას 31-ე პოზიცია უკავია. მან რომში წარუმატებლობის შემდეგ ერთი ადგილით დაიხია უკან.  

კომენტარები

ბოლო ამბები