Thumbnail
  • სანვულვზი 63:28 რედსი
  • სანვულვზმა სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო
  • სანვულვზმა სუპერ რაგბის ისტორიაში მეოთხე მატჩი მოიგო

სუპერ რაგბის მორიგი ტურის შეხვედრაში სანვულვზმა რედსი 63:28 გაანადგურა. ქართველების იაპონურმა კლუბმა სუპერ რაგბის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო სუპერ რაგბის ისტორიაში მეოთხედ შეძლო თამაშის მოგება.

სანვულვზი სუპერ რაგბიში 2016 წლის სეზონიდან ასპარეზობს. იაპონელებმა ამ დროის განმავლობაში ხაგუარესს, ბულსს, ბლუზსა და რედსს მოუგეს.

ჯაბა ბრეგვაძესა და ნიკოლოზ ხატიაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ბორჯღალოსნები განაცხადში ვერ მოხვდნენ. სანვულვზს 10 ტურში 6 ქულა დაუგროვდა და ბოლო ადგილს იკავებს. იაპონური კლუბის მომდევნო მეტოქე სამხრეთაფრიკული სტორმერსი იქნება.

მატჩი მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები