Thumbnail

ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში 26 ფეხბურთელია
  • დალიჩის გუნდი ინგლისს, შოტლანდიას და ჩეხეთს დაუპირისპირდება

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და მონაწილე ნაკრებების მთავარი მწვრთნელები შემადგენლობებს ასახელებენ. მათ შორისაა ზლატკო დალიჩი, რომელმაც ხორვატიის ნაკრებში 26 ფეხბურთელი გამოიძახა, ხოლო 7 მოთამაშე სარეზერვო შემადგენლობაში შეიყვანა.

მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში ითამაშებს, დალიჩის არჩევანი კი ასეთია:

მეკარეები: ლოვრე კალინიჩი (ჰაიდუკი), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო ზაგრები), სიმონ სლუგა (ლუტონი, უკრაინა).

მცველები: შიმე ვრსალკო (ატლეტიკო, ესპანეთი), იოსიპ იურანოვიჩი (ლეგია, პოლონეთი), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი, შოტლანდია), დომაგოი ვიდა (ბეშიქთაში, თურქეთი), დუჟე სალეტა-სარი (მარსელი, საფრანგეთი), იოშკო გვარდიოლი (დინამო ზაგრები),  დომაგოი ბრადარიჩი (ლილი, საფრანგეთი), მილე შკორიჩი (ოსიეკი), დეიან ლოვრენი (ზენიტი, რუსეთი).

ნახევარმცველები: მილან ბადელი (ჯენოა, იტალია), მარიო პაშალიჩი (ატალანტა, იტალია), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი, ინგლისი), ლუკა ივანუშეჩი (დინამო  ზაგრები, ხორვატია), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი, იტალია), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა, რუსეთი).

თავდამსხმელები: იოსიპ ბრეკალო (ვოლფსბურგი, გერმანია), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო ზაგრები), ანტე რებიჩი (მილანი, იტალია), ივან პერიშიჩი (ინტერი, იტალია), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ანტე ბუდიმირი (ოსასუნა, ესპანეთი), მისლავ ორშიჩი (დინამო ზაგრები).

სარეზერვო სია

მარინ პონგრაჩიჩი (ვოლფსბურგი, გერმანია), კრისტიან ლოვრიჩი (გორიცა, სლოვენია), ფილიპ ურემოვიჩი (რუბინი, რუსეთი), მარკო ლივაია (ჰაიდუკი), ნიკოლა მორო (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ტომა ბაშიჩი (ბორდო, საფრანგეთი), ლოვრო მაიერი (დინამო ზაგრები), ივიცა ივუშიჩი (ოსიეკი).

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის, ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს, პირველ ტურში კი გარეთ საუთგეიტის გუნდს გაეჯირება.

კომენტარები

ბოლო ამბები