Thumbnail
  • მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატზე არ იქნება
  • ბარსელონას მეკარეს ოპერაცია სჭირდება
  • იოახიმ ლიოვი ოთხშაბათს განაცხადს დაასახელებს და სიაში თომას მიულერიც იქნება

გერმანიის ნაკრებისა და ბარსელონას მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. გერმანელი კიპერი ტრავმირებულია და მუხლზე ქირურგიული ჩარება სჭირდება. მას ოპერაციას ხუთშაბათს გაუკეთებენ.

"კლუბის ექიმებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ოპერაცია აუცილებელია. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გამო ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მომიწევს, - წერს ტერ შტეგენი 'ინსტაგრამზე', - ბევრი წლის შემდეგ პირველად, ნაკრებს ტელევიზორში ვუყურებ და ვუგულშემატკივრებ. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონები გავხდებით."

ამასობაში, "ბილდი" წერს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ევროპის ჩემპიონატისთვის თომას მიულერს დააბრუნებს და განაცხადში გამოცდილი ნახევარმცველის შეყვანა გადაწყვეტილი აქვს. მოგეხსენებათ, ლიოვმა, მიულერზე, მატს ჰუმელსსა და ჟერომ ბოატენგზე უარი 2018 წელს თქვა და ნაკრებში აღარ იძახებდა, მაგრამ როგორც ჩანს, მიულერის ფანტასტიკური თამაშის გამო ‘იოგის’ უკან დახევა მოუწია და მზადაა, თომას ნაკრებში დააბრუნოს. გერმანიის ნაკრების 26-კაციანი განაცხადი ოთხშაბათს უნდა გამოქვეყნდეს. გერმანული მედია წერს, რომ მიულერთან ერთად, სიაში ჰუმელსიც იქნება.

თომას მიულერი გერმანიის ნაკრებში ბრუნდება

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში, უნგრეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, პირველ ტურში კი 15 ივნისს, მიუნხენში საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები