Thumbnail
  • რეგულარული სეზონის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტეფ კარი გახდა
  • თამაშში ყველაზე მეტ გადაცემას რასელ ვესტბრუკი აკეთებს
  • მოხსნებში საუკეთესო ატლანტას კლინტ კაპელაა

რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, NBA ძირითად სტატისტიკურ შედეგებს აჯამებს. სტეფ კარიმ კარიერაში მეორედ მოახერხა და სეზონის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მის ანგარიშზე თამაშში საშუალოდ 31.8 ჩაგდებული ქულაა. 2015-2016 წლების სეზონში სტეფმა ეს ჯილდო თამაშში 30.1 ქულით მოიგო, ახლა კი ეს შედეგი გააუმჯობესა.

ამ საუკუნეში სტეფზე შედეგიანი სეზონის მიხედვით მხოლოდ ხუთი მოთამაშე იყო: წინა ორ სეზონში ყველაზე შედეგიანი ჯეიმს ჰარდენი ხდებოდა - თამაშში 34.3 და 36.1 ქულით. 2012 წელს ყველაზე შედეგიანი კევინ დურანტი იყო - თამაშში 32 ქულით, 2004-2005 წლებში კობი ბრაიანტმა ეს ტიტული 35.4 ქულით მოიგო, 2002 წელს კი ტრეისი მაკგრეიდიმ - 32.1 ქულით.

ამ სეზონში შედეგიანობის მხრივ მეორე ადგილზე ვაშინგტონის ბრედლი ბილი გავიდა თამაშში 31.4 ქულით. მის გარდა ხუთეულში დამიან ლილარდი (28.9 ქულა), ჯოელ ემბიიდი (28.5 ქულა) და იანის ანტეტოკუმპო (28.1 ქულა) იყვნენ.

ვესტბრუკი საშუალოდ თამაშში 11,7 ასისტს აკეთებს

შედეგიანი გადაცემების რაოდენობით უკონკურენტოდ საუკეთესო რასელ ვესტბრუკი იყო - თამაშში 11.7 გადაცემით. ამ საუკუნეში ამაზე უკეთესი შედეგი არავის ჰქონია. რეჯონ რონდომ ორჯერ ზუსტად ეს შედეგი (თამაშში 11.7 პასი) გაიმეორა. იქამდე კი შორეული 25 წლის წინ ვესტბრუკზე უკეთესი შედეგი ლეგენდარულ ჯონ სტოქტონს ჰქონდა.

მოხსნებში საუკეთესო კი ატლანტას ცენტრი კლინ კაპელა აღმოჩნდა, რომელიც თამაშში 14.3 მოხსნას აკეთებდა. მეორე მაჩვენებელი რუდი გობერს ჰქონდა - თამაშში 13.5 მოხსნა.

კომენტარები

ბოლო ამბები