Thumbnail

'ჩვენი სურვილი აშკარაა' - ანორთოსისს გიორგი ქვილითაიას შენარჩუნება სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ანორთოსისმა 14-წლიანი პაუზის შემდეგ კვიპროსის თასი მოიგო. ნიქოზიის ოლიმპიაკოსთან გამართულ ფინალურ შეხვედრაში (2:1) გამარჯვების გოლი 110-ე წუთზე გიორგი ქვილითამა გაიტანა.

გიორგი ქვილითაია ბელგიური გენტის საკუთრებაა, ანორთოსისში კი მან სეზონი იჯარით გაატარა. საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია - კვიპროსელებს ძალიან სურთ გიორგის შენარჩნება, რომელმაც ანორთისის მაისურით ყველა ტურნირის 31 მატჩში 14 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ყველაფერი გენტის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული - რამდენს მოითხოვს ქვილითაიაში და იქნება თუ არა ის თანხა ანორთოსისთვის მისაღები.

გიორგი ქვილითაიას გენტში დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელია

თასის ფინალის შემდეგ, ქვილითაიას შენარჩუნების სურვილი ანორთოსისის წარმომადგენელმა დიმიტრის ხრისტოფორომ კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

"ჩვენი სურვილი აშკარაა - მოვიძიოთ გზა ქვილითაიას შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს რთული შემთხვევაა. ჩვენ შევეცდებით, მაგრამ მეტის თქმა არ შეგვიძლია", - აქვეყნებს კვიპროსული მედია ხრისტოფოროს სიტყვებს.

📺 ანორთოსისის გამარჯვების გოლი 110-ე წუთზე

გიორგი ქვილითაია გენტში 2018 წელს გადავიდა და ბელგიურ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცნობილი პორტალი transfermarkt ქართველ ფეხბურთელს 1,8 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები