Thumbnail

კუმანი სურვილს ამ ზაფხულს აიხდენს - მის ფავორიტს კონტრაქტი უმთავრდება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მემფის დეპაის ლიონთან კონტრაქტი უმთავრდება
  • კუმანს დეპაის დამატება ჯერ კიდევ წინა ზაფხულს უნდოდა
  • მხარეები კონტრაქტზე შეთანხმებულები არიან - მემფისი ბარსაში ითამაშებს

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი თავის სურვილს ამ ზაფხულს აიხდენს. კატალონიაში დანიშვნის შემდეგ მას ძალიან სურდა ნიდერლანდების ნაკრებიდან მისი ფავორიტის, მემფის დეპაის დამატება. სატრანსფერო ფანჯარის ბოლო დღემდე ბარსელონა დეპაის თაობაზე ლიონთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

დეპაი კუმანის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და თავად მემფისსაც ძალიან უნდოდა ბარსელონაში თამაში. ამ ზაფხულს მას კონტრაქტი უსრულდება და, როგორც ესპანური პრესა წერს, მხარეები შეთანხმებული არიან, რომ დეპაი ლიონთან კონტრაქტის ოფიციალურად დასრულების შემდეგ, ანუ უკვე ივნისში, ბარსელონასთან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. დეპაის ბევრი მსურველი ჰყავს, თუმცა თვითონ 'კამპ ნოუზე' თამაში უნდა.

საინტერესო ის არის, რომ ბოლო ტურებში ცუდი შედეგების გამო, თავად რონალდ კუმანის შანსები დარჩეს შემდეგ სეზონშიც ბარსელონას მთავარ მწვრთნელად, მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, კატალონელებს დეპაის დამატება ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილი აქვთ - მნიშვნელობა არ აქვს კუმანი დარჩება თუ არა, მემფისი ბარსას მოთამაშე გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები