Thumbnail
  • NBA-ში რეგულარული სეზონი დასრულდა
  • პლეი ოფის და გათამაშების ყველა წყვილი გარკვეულია
  • პირველი ეტაპის ცენტრალური თამაში ლეიკერსი-გოლდენ სტეიტი იქნება
  • დიდ ინტერესს იწვევს კლიპერსი-პორტლენდის და მილუოკი-მაიამის წყვილები

NBA-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და პლეი ოფის და საპლეიოფო გადათამაშების ე.წ. პლეი ინის ყველა წყვილი გაირკვა. გადათამაშება პლეი ოფისთვის დიდი თამაშით იწყება - დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე პოზიციაზე მყოფი ლოს ანჯელეს ლეიკერსი სტეფ კარის გოლდენ სტეიტს შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებული პირდაპირ გავა პლეი ოფში და იქ მას მეორე ადგილზე გასული ფინიქს სანსი ელოდება.

რაც შეეხება დამარცხებულს, მას პლეი ოფში გასვლის კიდევ ერთი შანსი ექნება. უნდა დაელოდოს მემფისი-სან ანტონიოში გამარჯვებულს და უკვე მასთან დაპირისპირებაში გაარკვევს მერვე საპლეიოფო ადგილის ბედს, რომელიც დასავლეთ კონფერენციის ლიდერს, იუტა ჯაზს შეხვდება.

ორი დანარჩენი საპლეიოფო წყვილი უკვე გარკვეულია - პორტლენდი დენვერს შეხვდება, პირველი წრის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში კი დალასი და კლიპერსი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ცენტრალურ საპლეიოფო დაპირისპირებაში მაიამი ჰიტი და მილუოკი შეხვდებიან ერთმანეთს. შარშან მაიამიმ მილუოკის პლეი ოფში უშანსოდ მოუგო და წელს იანისის გუნდს რევანშის შანსი ექნება. მეორე წყვილში კი ამ სეზონის ორი მოულოდნელობა - ატლანტა და ნიუ იორკს ნიქსი შეხვდებიან ერთმანეთს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციის გადათამაშებას: ბოსტონი და ვაშინგტონი ერთმანეთს პლეი ოფში ბრუკლინთან თამაშის წინააღმდეგ უფლებისთვის შეხვდებიან. ამ წყვილში დამარცხებული კი პლეი ოფის შანსს მაინც შეინარჩუნებს. ის გოგა ბითაძის ინდიანასა და შარლოტის წყვილში მოგებულს შეხვდება და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე საპლეიოფო პოზიციას გაარკვევს, რომელსაც ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

გათამაშება თბილისის დროით უკვე ოთხშაბათს გამთენიისას დაიწყება. პლეი ოფი კი შემდეგ შაბათს.

კომენტარები

ბოლო ამბები