Thumbnail

2 გოლი და 5 პასი | ზაქარია ბეგლარიშვილის სუპერმატჩი ესტონეთში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პარნუ 1:8 ფლორა
  • ზაქარია ბეგლარიშვილმა 90 წუთში 2 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა
  • სულ მალე იგი ესტონეთის მოქალაქე გახდება

ესტონეთის პრემიუმ ლიიგაში ზაქარია ბეგლარიშვილის ფლორამ სტუმრად აუტსაიდერი პარნუ გაანაგდურა - 8:1. 

► ზაქარია ესტონეთის ნაკრებში თამაშს აპირებს

28 წლის ქართველმა გამთამაშებელმა სუპერმატჩი შემოგვთავაზა - 90 წუთში მან ფლორას 8 გოლიდან 7-ში უშუალო მონაწილეობა მიიღო: 2 გოლი გაიტანა (28-ე და 81-ე წუთებზე) და 4 საგოლე პასი (მე-18, 31-ე, 39-ე, 65-ე და 72-ე წუთებზე. 

soccernet.ee-მ, რა თქმა უნდა, ზაქარია დაასახელა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ: "ქართველმა ეს კიდევ ერთხელ შეძლო, როგორც ივნისში პარნუს წინააღმდეგ, ამჯერადაც, მან 2 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა - ზებუნებრივი ციფრებია". 

ზაქარია ბეგლარიშვილი: 12 თამაშიდან 12 გოლით და 13 საგოლე პასი. გოლებით ის მეორეა ლიგაში, პასებით - პირველი.

ფლორა 13 თამაშიდან 29 ქულით მესამე ადგილზეა. 

სამწუხაროდ, ზაქარიას ქართველს შემოდგომიდან ალბათ, აღარ დაუძახებენ, რადგან მან დაკარგა საქართველოს ნაკრებში გამოძახების იმედი და გადაწყვიტა, ესტონელების წინადადებას დათანხმდეს და ესტონეთის მოქალაქეობა მიიღოს. შესაძლოა, უეფას ერთა ლიგაზე ის უკვე ესტონეთის ნაკრებში მოგვევლინოს. 

შეგახსენებთ, რომ იგი შარშან ესტონეთის ჩემპიონი (მეოთხედ კარიერაში) და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ სეზონში მან 16 გოლი და ორ ათეულზე მეტი საგოლე პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები