Thumbnail

არც დიბალა და არც იკარდი - სკალონიმ არგენტინის შემადგენლობა დაასახელა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • არგენტინის ნაკრებში 30 ფეხბურთელია გამოძახებული
  • "ალბისელესტეს" ჩილესთან და კოლუმბიასთან მატჩები ელის

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომავალი ორი მატჩისთვის 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც იუვენტუსისა და პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელები, პაულო დიბალა და მაურო იკარდი ვერ მოხვდნენ.

"ალბისელესტე" 4 ივნისს, ჩილეს შინ, ხოლო 9 ივნისს, სტუმრად კოლუმბიის ნაკრებს შეხვდება. სკალონის განკარგულებაში ამ მატჩებისთვის ეს ფეხბურთელები იქნებიან.

მეკარეები: აგუსტინ მარჩესინი (პორტუ), ხუან მუსო (უდინეზე), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)

მცველები: ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), ხერმან პეცელა (ფიორენტინა), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), კრისტიან რომერო (ატალანტა), ხოსე ლუის პალომინო (ატალანტა), ხუან ფოიტი (ვილიარეალი), ლისანდრო მარტინესი (აიაქსი), ლუკას მარტინეს კუარტა (ფიორენტინა)

ნახევარმცველები: ანხელ დი მარია (პსჟ), ალეხანდრო გომესი (სევილია), ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი), ნაუელ მოლინა (უდინეზე), მარკოს აკუნია (სევილია), ნიკოლას დომინგესი (ბოლონია), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), როდრიგო დე პაული (უდინეზე), ემილიანო ბუენდია (ნორვიჩი), გვიდო როდრიგესი (ბეტისი), ლეანდრო პარედესი (პსჟ)

თავდამსხმელები: ნიკოლას გონსალესი (შტუტგარტი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუკას ალარიო (ლევერკუზენი), ლუკას ოკამპოსი (სევილია), ხოაკინ კორეა (ლაციო), ანხელ კორეა (ატლეტიკო), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)

კონმებოლის ზონაში არგენტინა 4 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-2 ადგილზეა, სატურნირო ცხრილს კი უდანაკარგოდ ბრაზილიის ნაკრები ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები