Thumbnail

'არასოდეს დაგივიწყებთ' - გიორგი მერებაშვილი ვისლას დაემშვიდობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გიორგი მერებაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა
  • 34 წლის ფეხბურთელმა ვისლაში 137 მატჩში 21 გოლი გაიტანა

გიორგი მერებაშვილმა პლოცკის ვისლა დატოვა. ქართველ ფეხბურთელს პოლონურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. გიორგიმ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილიც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ვისლაში გატარებულ 5 წელიწადს არასდროს დაივიწყებს.

გიორგიმ ვისლას მაისურით ბოლო მატჩი ლუბინის ზაგლებიესთან (4:0) მატჩში ითამაშა და მოედანზე თამაშის ბოლო 15 წუთი გაატარა.

"დასასრული. სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ ვგრძნობ თავს ახლა, მაგრამ ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. ეს ხუთი წელი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და მთელი ცხოვრება მემახსოვრება. კიდევ ერთხელ მადლობა და ნახვამდის", - დაწერა გიორგიმ სოციალურ ქსელში.

koniec ... 😔 nie mogę znaleźć słów, jak się teraz czuję, ale dziękuję wszystkim za wsparcie i miłość. Te pięć lat wiele...

Posted by Giorgi Merebashvili on კვირა, 16 მაისი, 2021

34 წლის მერებაშვილი ვისლაში 2016 წლიდან თამაშობდა და პოლონური გუნდის ისტორიაში 21 გოლით საუკეთესო გოლეადორია ლეგიონერთა შორის. მან პლოცკელთა ღირსება ამ ხუთ სეზონში 137 მატჩში დაიცვა. ქართველ შემტევს კარიერის განმავლობაში დინამო თბილისში, სერბულ ვოივოდინაში, ბერძნულ ოფში, ვერიასა და ლევადიაკოსში უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები