Thumbnail

დორტმუნდში ზეიმი გრძელდება!

გერმანიის თასის ფინალის მოგების შემდეგ, ბორუსიამ ახლა ჩემპიონთა ლიგაში თამაშიც გაინაღდა. BVB-მ ბუნდესლიგის 33-ე ტურში გერეიროს, როისისა და ბრანდტის გოლებით სტუმრად მაინცს 3:1 მოუგო და ბოლო ტურის წინ 61 ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-5 ადგილზე მყოფი აინტრახტი (57 ქულა) ვეღარ დაეწევა.

ამრიგად, ედინ ტერზიჩის ხელმძღვანელობით დორტმუნდელებმა საბოლოოდ ყველა დასახულ მიზანს მიაღწიეს - მოიგეს გერმანიის თასი და მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგის საგზური.

საბოლოოდ, ედინ ტერზიჩმა ყველა დასახულ მიზანს მიაღწია

აპრილის დასაწყისში, აინტრახტთან მარცხის (1:2) შემდეგ ბორუსიას მე-4 ადგილამდე ჯერ კიდევ 7 ქულა აშორებდა, ახლა კი, ზედიზედ მე-6 გამარჯვების შემდეგ დორტმუნდს ოთხეულში მოხვედრა განაღდებული აქვს. 

“რაც მთავარია, სეზონს იდეალურად ვასრულებთ. ცხადია, ყველაფერი უფრო უკეთ გვინდოდა და წარმოგვედგინა, მაგრამ ჩვენს გზას მაშინაც კი არ გადავუხვიეთ, როცა ყველანი ცუდ ხასიათზე ვიყავით. შეცდომებზე ვისწავლეთ, ბოლომდე მოვინდომეთ და შედეგიც სახეზეა,” - განაცხადა მაინცთან მატჩის შემდეგ ბორუსიას დამრიგებელმა, რომელსაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონიდან მარკო როზე შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები