Thumbnail

NBA | ბითაძის ოთხიანები ტორონტოსთან - ინდიანა პლეი ინში ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტორონტო 113:125 ინდიანა
  • გოგა ბითაძემ 11 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა

ინდიანა პეისერსმა NBA-ს რეგულარული სეზონი უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დაასრულა!

გოგა ბითაძის გუნდმა სტუმრად ტორონტო რეპტორსს 125:113 მოუგო. ნეიტ ბიორკგრენის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მე-2 მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 37:25 მოიგო, ხოლო დანარჩენი სამი მეოთხედი ძირითადად თანაბარ ბრძოლაში მიილია.

ლეიკერსთან 30 წუთის შემდეგ, ამჯერად გოგას სათამაშოდ მხოლოდ 11:06 წუთი მიეცა და ქართველმა ცენტრმა 4 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, საჯარიმო არ უსვრია, 3-ჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და 2-ჯერ დაჯარიმდა.

ინდიანაპოლისელთა რიგებში საუკეთესო ოშეი ბრისეტი იყო, რომელმაც 31 ქულას 10 მოხსნა და 2 პასიც დაუმატა. ასევე ორმაგი დუბლები შეასრულეს დომანტას საბონისმა (25 ქულა, 16 მოხსნა) და თი ჯეი მაკკონელმა (12 ქულა, 17 პასი).

ინდიანა პეისერსმა რეგულარული სეზონი 34 მოგებით და 38 წაგებით მე-9 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში მოსახვედრად შარლოტ ჰორნეტს პლეი ინში დაუპირისპირდება. პირველი მატჩი სამშაბათს ინდიანაში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები