Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 5:7, 6:1, 3:6 რაფაელ ნადალი
  • ოცნების ფინალი ესპანელის გამარჯვებით დასრულდა

თიხნარის მეფე დაბრუნდა - რაფაელ ნადალმა რომის მასტერსი კარიერაში მეათედ მოიგო!

ესპანელმა ყველასათვის საოცნებო ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი 2 საათსა და 49 წუთში დაამარცხა - რაფამ ნოლეს 7:5, 1:6, 6:3 მოუგო. ეს ნადალისა და ჯოკოვიჩის რიგით 57-ე დაპირისპირება გახლდათ - დღეისათვის, ესპანელს 28 დუელი აქვს მოგებული, სერბს კი 29.

ჯამში ეს ნადალისთვის 36-ე მოგებული მასტერსია, რითაც მან საფრანგეთის ღია პირველობის დაწყებამდე ორი კვირით ადრე სერბის მიღწევა გაიმეორა. თავის მხრივ, შარშანდელმა გამარჯვებულმა ჯოკოვიჩმა მარადიულ ქალაქში თავისი მე-6 ტრიუმფის შანსი გაუშვა ხელიდან.

ეს ნადალის და ჯოკოვიჩის რიგით 57-ე დაპირისპირება გახლდათ

ძალიან რთული შაბათის შემდეგ, როცა ერთ დღეში ჯერ სტეფანოს ციციპასი დაამარცხა, მერე კი ლორენცო სანოგო, ჯოკოვიჩმა ფინალში პირველი სეტი 5:7 დათმო, თუმცა მეორე სოლიდურად, 6:1 მოიგო. მესამე და გადამწყვეტ სეტში კი ნადალმა 6:3 გაიმარჯვა.

“რომში გამარჯვება ძალიან მსურდა, რადგან ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირია. ეს მოგება მნიშვნელოვანია ჩემი თავდაჯერებისთვისაც,” - განაცხადა ნადალმა ფინალის შემდეგ, რომელშიც მეორე მატჩპოინტი გამოიყენა.

კომენტარები

ბოლო ამბები