Thumbnail

ლევანტეს ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ, მიმდინარე სეზონში კი მესამედ ითამაშა. 21 წლის ნახევარმცველი ხეტაფესთან შეხვედრაში გამოჩნდა მინდორზე.

ლევანტეს მთავარმა მწვრთნელმა პაკო ლოპესმა გიორგის ამჯერად 19 წუთი დაუთმო და გუნდის ლიდერ ხოსე ლუის მორალესის ნაცვლად თამაშში 71-ე წუთზე ჩართო. ხეტაფემ თამაში ტაკეფუსა კუბოს 84-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 მოიგო და ამ გამარჯვებით ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ამ სეზონში გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში მესამედ ითამაშა (პირველად ბეტისთან და მეორედ ბარსელონასთან წინა ტურში), ორჯერ მან კოპა დელ რეიზე მოირგო ლევანტეს მაისურა და 1 გოლიც გაიტანა. ლა ლიგაში დებიუტი კი გასულ სეზონში ჰქონდა ბილბაოსთან თამაშში.

ლევანტე ბოლო ტურის წინ მშვიდადაა, რადგან 40 ქულა აქვს, მე-14 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე არ ემუქრება. ვალენსიელები სეზონს 21 მაისს, კადისთან საშინაო მატჩით დაასრულებენ და დიდი შანსია, რომ ქოჩორაშვილს თამაშის შანსი ისევ მიეცეს.

კომენტარები

ბოლო ამბები