Thumbnail

სუარესის გმირობა - რეალის შანსი მინიმალურია, ბარსელონა თამაშგარეშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ატლეტიკო 2:1 ოსასუნა
  • ბილბაო 0:1 რეალი
  • ბარსელონა 1:2 სელტა

როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში მოვნელები დრამატულად განვითარდა!

მადრიდის ატლეტიკო საჩემპიონო ბრძოლაში ფავორიტად ლუის სუარესმა დატოვა! დიეგო სიმეონეს გუნდმა პამპლონას ოსასუნას უმასპინძლა და 76-ე წუთზე ანტე ბუდიმირის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ.

პარალელურად მიმდინარეობდა ბილბაო-რეალის მატჩი, რომელშიც მადრიდელები ნაჩოს გოლით იგებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ დარჩენილ მცირე დროში "როხიბლანკო" 2 გოლს არ გაიტანა და თამაშს არ მოიგებდა, ბოლო ტურის წინ რეალი გალიდერდებოდა. თუმცა, სიმეონეს გუნდმა თამაშის შეტრიალება შეძლო და ჩემპიონობამდე ახლა მხოლოდ 90 წუთი აშორებს!

ატლეტიკოს ლუის სუარესმა მოაგებინა

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" ანგარიში რენან ლოდიმ გაათანაბრა, მაგრამ ატლეტიკოსთვის ფრეც არ იყო საკმარისი. 88-ე წუთზე კი იანიკ-ფერეირა კარასკოს დიდებული თამაში ლუის სუარესმა დააგვირგვინა, სეზონში მე-20 გოლი გაიტანა და ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი! ატლეტიკო ამ გოლით და გამარჯვებით ბოლო ტურის წინ რეალს, რომელმაც ბილბაოს ნაჩოს გოლით 1:0 მოუგო, ისევ 2 ქულით უსწრებს.


ბოლო ტურში ატლეტიკო ვალიადოლიდს ესტუმრება და თუ მოიგებს, 2014 წლის შემდეგ პირველად ესპანეთის ჩემპიონი გახდება. პარალელურად, რეალი ვილიარეალს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ თუ "სამეფო კლუბი" მოიგებს, ატლეტიკოს ჩემპიონობისთვის ქულა არ ეყოფა და აუცილებლად მოგება დასჭირდება.

ბოლო ტურის წინ თამაშგარეში დარჩა და ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა ბარსელონამ, რომელიც შინ ვიგოს სელტას ლეო მესის გოლით უგებდა, მაგრამ სანტი მინამ დუბლი შეასრულა და ბარსა 'კამპ ნოუზე' დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მაქსიმუმი ამ სეზონში მე-3 ადგილი იქნება. ლა ლიგის 38-ე ტური 23 მაისს გაიმართება.

ატლეტიკო 2:1 ოსასუნა

გოლები: 0:1 ბუდიმირი (76), 1:1 რენან ლოდი (82), 2:1 სუარესი (88)

ბილბაო 0:1 რეალი

გოლი: 0:1 ნაჩო (68)

ბარსელონა 1:2 სელტა

გოლები: 1:0 მესი (20), 1:1 სანტი მინა (38), 1:2 სანტი მინა (89)

კომენტარები

ბოლო ამბები