Thumbnail
  • ვესტ ბრომვიჩი 1:2 ლივერპული | გოლები: 1:0 რობსონ-კანუ (15), 1:1 სალაჰი (33), 1:2 ალისონი (95)
  • ლივერპულისთვის ამ თამაშის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო
  • იურგენ კლოპის გუნდი მე-5 ადგილზეა და ჩელსის 1 ქულით ჩამორჩება

აბსოლუტური სიგიჟე პრემიერლიგაში! მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგიდან უკვე გავარდნილია, ვესტ ბრომვიჩმა ლივერპულისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩში ბოლომდე მაგრად იბრძოლა და იურგენ კლოპის გუნდს კინაღამ ქულები დააკარგვინა. მერსისაიდელები 3 ქულის აღებას მეკარე ალისონს უნდა უმადლოდენ, რომელმაც ლივერპულს 95-ე წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა!

ალისონმა გამარჯვების გოლი 95-ე წუთზე გაიტანა

თამაშის ბოლო წამებზე ბრაზილიელი მეკარე მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი კარში თავით გადაგზავნა!

ალისონი გახდა ლივერპულის პირველი მეკარე ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა შეძლო!

ამ გამარჯვებით კლოპის გუნდმა 36 ტურის შემდეგ 63 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მე-5 ადგილზეა. თუმცა მერსისაიდელები ოთხეულში მოხვედრის და ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შანსს ინარჩუნებენ, რადგან მე-4 პოზიციაზე მყოფ ჩელსის 1 ქულით ჩამორჩებიან, მესამეადგილოსან ლესტერამდე კი 3 ქულა აშორებთ. რაც ყველაზე საინტერესოა, მომდევნო ტურში ჩელსი სწორედ ლესტერს მასპინძლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორიდან მინიმუმ ერთ-ერთი და მაქსიმუმ ორივე დაკარგავს ქულებს. თავად ლივერპული კი 37-ე ტურში ბარნლის ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები