Thumbnail
  • ლიონელ მესიმ Sunny Isles Beach-ზე დიდი ბინა შეიძინა
  • ლეოს ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია

ამ ინფორმაციით ბევრმა საინფორმაციო საგენტომ ისარგებლა და სტატია ასე დაასათაურა: “მესიმ მაიამიში კონტრაქტი გააფორმა”.

ეს მართლაც ასეა: მესიმ კონტრაქტს ხელი მოაწერა, მაგრამ არა ინტერ მაიამისთან, არამედ მაიამიში ახალი სახლის შესაძენ ხელშეკრულებას. თუმცა ეს, შესაძლოა, მისი მაიამიში გადაბარგების წინაპირობაც იყოს. როგორც იცით, არგენტინელს ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია, ინტერ მაიამის მფლობელი დევიდ ბექჰემი კი მის MLS-ში გადაბირებაზე ოცნებობს.

რაც შეეხება მესის ახალ ბინას: ეს არის მთელი მე-9 სართული ახალ, 31-სართულიან ლუქს-სახლში, რომელიც პირდაპირ Sunny Isles Beach-ზე აშენდა. ლეოს ბინა 511 კვადრატული მეტრია, 4 საძინებელი და 4 აბაზანა აქვს. მესიმ ეს ბინა 6 მილიონ ევროდ იყიდა. სახლს 4 საკუთარი აუზიც აქვს.

საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი უძრავი ქონება, რომელიც მესიმ ფლორიდაში შეიძინა. ამ სახლიდან ფეხით 12 წუთის სავალზე არგენტინელს Porsche Tower-შიც აქვს საკუთარი ბინა. მესის არაერთხელ უთქვამს, რომ აშშ-ში ცხოვრებაზე ყოველთვის ოცნებობდა. როდის აისრულებს ოცნებას, ჯერ არავინ იცის, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ მაიამიში საცხოვრებლად გადასვლას ნამდვილად აპირებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები