Thumbnail

ალეგრიმ ორ გრანდს უარი უთხრა და რეალის წინადადებას ელოდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მასიმილიანო ალეგრი უკვე 2 წელია, არ მუშაობს
  • 53 წლის სპეციალისტს რეალის გარდა, იუვენტუსსაც უკავშირებენ

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზაფხულში შესაძლოა მასიმილიანო ალეგრი დაინიშნოს. იტალიელ სპეციალისტს ბოლო პერიოდში "სამეფო კლუბს" აქტიურად უკავშირებენ, რადგან თითქმის გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს ზინედინ ზიდანი პოსტს დატოვებს.

AS იტყობინება, რომ ალეგრიმ ორ ევროპულ გრანდს უარი უთხრა (მათი სახელები არ გაჟღერებულა), ვინაიდან მადრიდელთა ბანაკიდან წინადადებას ელოდება. მაქსი ორი წელია, უმუშევარია. ბოლო პერიოდში მას რეალის გარდა, იუვენტუსში დაბრუნებასაც უწინასწარმეტყველებენ.

ალეგრის იუვენტუსში მაგარი პერიოდი ჰქონდა

აღსანიშნავია, რომ 53 წლის იტალიელი რეალის სავარაუდო მწვრთნელთა სიაში ერთადერთი არ არის. ასევე საუბრობენ რაულის, იოახიმ ლიოვისა და კარლო ანჩელოტის შესახებაც, რომლის დაბრუნებაზე ბოლო პერიოდში ფლორენტინო პერესი ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ სამწვრთნელო კარიერაში თავი კალიარიში მუშაობით გამოიჩინა (2008-2010), შემდეგ ოთხი სეზონი მილანს ავარჯიშებდა, ხოლო ყველაზე წარმატებული პერიოდი 2014-2019 წლებში იუვენტუსში გაატარა, რომელსაც 11 ტიტული მოაგებინა, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები