Thumbnail
  • MMA-ს საქართველოს სამოყვარულო ჩემპიონატში 7 გამარჯვებული გამოვლინდა
  • საუკეთესო მებრძოლებით საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება

საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის ორგანიზებით, MMA-ში საქართველოს სამოყვარული ჩემპიონატი ჩატარდა. გამარჯვებულები 7 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ 7 შეხვედრიდან 6 ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნიკა ღუდუშაურმა შალვა კვირჭიშვილს აჯობა - მეტოქემ მისი დარტყმების სერიას ვერ გაუძლო და მსაჯმა ტექნიკური ნოკაუტი დააფიქსირა.

ერთადერთი ბრძოლა, სადაც გამარჯვებულის გამოვლენას სამი რაუნდი დასჭირდა, ნიკა კუპრავიშვილსა და ელიზბარ გოგიტიძეს შორის გამართული დაპირისპირება იყო, რომელიც მსაჯთა გადაწყვეტილებით კუპრავიშვილმა მოიგო. დღის კულმინაცია მძიმე წონაში გამართული შეხვედრა გამოდგა, სადაც თორნიკე გიგაურმა შალვა ღუდუშაური უშანსოდ დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

გამარჯვება ასევე მოიპოვეს გიორგი ერქომაიშვილმა, ნიკა საბანაშვილმა, გურამ ნარსიამ და გიორგი ეგნატაშვილმა. საქართველოს ჩემპიონებით ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი კაბულაშვილის თქმით, ეს ტურნირები ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის ზრდას და უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობას MMA-ში.

ფინალური დღის შედეგები

მუქი ფერით აღნიშნულია ბრძოლის გამარჯვებული

👊 56,7 კგ | გიორგი ერქომაიშვილი VS ირაკლი საგინაძე

👊 61,2 კგ | ნიკა ღუდუშაური VS შალვა კვრიჭიშვილი

👊 67,8 კგ | ნიკა კუპრავიშვილი VS ელიზბარ გოგიტიძე

👊 70,3 კგ | იური ბერიძე VS ნიკა საბანაშვილი

👊 77,1 კგ | გურამ ნარსია VS აკაკი ჩადუნელი

👊 83,9 კგ | ნიკა ჩიტიშვილი VS გიორგი ეგნატაშვილი

👊 93 კგ | შალვა ღუდუშაური V თორნიკე გიგაური

 

კომენტარები

ბოლო ამბები