Thumbnail

‘ერთადერთი ვარ, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთდა’ - შრიოდერის მოულოდნელი განცხადება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კოვიდ-პროტოკოლით გათვალისწინებული პაუზიდან დაბრუნების შემდეგ, ლეიკერსის გერმანელმა კალათბურთელმა დენის შრიოდერმა მედიასთან საუბრისას მოულოდნელი განცხადებები გააკეთა.

გოგა ბითაძე და დენის შრიოდერი

“არა, ჩემი ტესტის შედეგი პოზიტიური არ იყო! - ასე უპასუხა NBA-ს ვარსკვლავმა კითხვაზე, იყო თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული, - მე ერთადერთი ვარ, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთდა და ასე იქნება მომავალშიც.” ჟურნალისტმა შრიოდერს უთხრა, რომ ვერ ხვდებოდა, რას გულისხმობდა, რაზეც მას ასეთი რეაქცია ჰქონდა: “Fuck, ჩემგან რისი მოსმენა გსურთ? შემდეგი კითხვა, თუ შეუძლება.”

შრიოდერს ამ სეზონში კორონა-პროტოკოლის გამო პაუზის გაკეთება მეორედ მოუხდა. იგი ინდიანა პეისერსთან მატჩში (122:115), ორკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. “ჩემი ოჯახისთვის ბევრი დრო მქონდა. კალათბურთს ეზოში ვთამაშობდი და პრობლემა არ მქონია.” - დასძინა შრიოდერმა.

71 მატჩის შემდეგ, ლეიკერსი 41 გამარჯვებით და 30 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. თბილისის დროით ორშაბათს გამთენიისას ლოსანჯელესელები ნიუ ორლეან პელიკანსს ეთამაშებიან, უნდა მოიგონ და თან იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ პორტლენდი დენვერთან დამარცხდება, რათა Play-in-ტურნირში თამაში აირიდონ და პირდაპირ პლეი ოფში მოხვდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები