Thumbnail

'სხვა ცხოვრებაშიც, მხოლოდ შენ აგირჩევ' - ვანესა ბრაიანტის ემოციური სიტყვა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

კობი ბრაიანტი, კევინ გარნეტი და ტიმ დანკანი NBA-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს და ცერემონიაზე სიტყვა, კობი ბრაიანტის მეუღლემ - ვანესა ბრაიანტმა წარმოთქვა, რომელიც სცენაზე მაიკლ ჯორდანმა ააცილა.

"მინდა მაიკლს დიდი მადლობა გადავუხადო, კობის ძალიან უყვარდი, ძალიან გაფასებდა და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს." - ასე დაიწყო ვანესა ბრაიანტის ემოციური სიტყვა დიდების დარბაზის ცერემონიაზე.

"ჩემი ქმარი საჯაროდ არასოდეს შემიქია, რადგან ფანებისგან მას კომპლიმენტები არ აკლდა. მინდოდა გვერდით ვინმე ისეთი ჰყოლოდა, ვინც მიწაზე დაუშვებდა ხოლმე, მაგრამ ახლა ალბათ ზეციდან იცინის, რადგან მასზე საუბარს ვაპირებ."

"ის და ჯიჯი იმსახურებდნენ დღეს აქ ყოფნას. ჯიჯი იმსახურებდა იმის ნახვას, თუ როგორ ჩაიწერებოდა ოქროს ასოებით მამამისის სახელი და გვარი კალათბურთის დიდების დარბაზში. ჩემი ქმარი რომ დღეს აქ ყოფილიყო, მადლობას გადაუხდიდა თავის მშობლებს, ოჯახს, მწვრთნელებს, ლეიკერსს, მოწინააღმდეგეებს და თანაგუნდელებს. არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს, ამიტომ მხოლოდ მადლობას მოვიხდი, ყველამ იცით ვისაც გეკუთვნით ეს მადლობა და იმედია სწორად გამიგებთ."

"მან ამ სპორტს ყველაფერი მისცა, მოკლე გზას არასოდეს ეძებდა. სათამაშოდ გასულა მოტეხილი ცხვირით, მოტეხილი თითით, საშინლად გაციებული, სიცხიანი და ა.შ. სანამ თითი უხორცდებოდა, მარცხენა ხელით თამაშიც კი ისწავლა, ისე უყვარდა ეს სპორტი.

"ხალხმა არ იცის კობიმ ამდენ ტრავმას რატომ გაუძლო და როგორ შეძლო რეაბილიტირება - თავისი ბავშვობა ახსენდებოდა, როდესაც ტელევიზორთან იჯდა და თავისი საყვარელი კალათბურთელის - მაიკლ ჯორდანის თამაშს უყურებდა."

"ძვირფასო კობი, მადლობა იმისთვის, რომ საუკეთესო მეუღლე და მშობელი იყავი; მადლობა იმისთვის, რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლობდი, ყოველთვის ცდილობდი, რომ საუკეთესო ყოფილიყავი; მადლობა შრომისმოყვარეობისთვის, ღამის ორზე გაღვიძების და ვარჯიშისთვის; მადლობა საუკეთესო გოგონებისთვის; მადლო იუმორის გრძნობისთვის; მადლობა იმისთვის, რომ უარს არასოდეს მეუბნებოდი; მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩვენი ოჯახისთვის გააკეთე."

კომენტარები

ბოლო ამბები