Thumbnail

ჩრდილოეთ კორეამ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევიდან გაიყვანა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევიდან გავიდა
  • ისინი არც ოლიმპიურ თამაშებზე მიდიან

ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხსნა. საინტერესოა, რომ მიზეზების შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა.

აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ (AFC) აღნიშნული ინფორმაცია კვირას დილიდან გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად განაცხადა ისიც, რომ ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დელეგაციას არ გაგზავნის. ეს გადაწყვეტილება ჩრდილოკორეელებმა კორონავირუსის პანდემიით ახსნეს.

რაც შეეხება მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს: ჩრდილოეთ კორეის ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციოზე ჯგუფში სამხრეთ კორეასთან, თურქმენეთთან, ლიბანთან და შრი ლანკასთან ერთად მოხვდა. AFC-ში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ასეთი ნაბიჯის შემდეგ, ამ ჯგუფში შექმნილ ვითარებაზე უახლოეს მომავალში იმსჯელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები