Thumbnail

ჯოშუა V ფიური - თარიღი, ლოკაცია და ახალი დეტალები ბრძოლის შესახებ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბრძოლა, რომელსაც ყველა კრივის ქომაგი ელოდება
  • ედი ჰირნი ამბობს, რომ საღამო 14 აგვისტოს გაიმართება

ენტონი ჯოშუას და ტაისონ ფიურის ბრძოლის თარიღი საბოლოოდ გაირკვა, საუდის არაბეთში გასამართი კრივის საღამო, 14 აგვისტოს ჩატარდება - ამას ჯოშუას მენეჯერი, ედი ჰირნიც ადასტურებს.

თუმცა, თვითონ მოკრივეებს ჯერ ოფიციალურად არაფერი უთქვამთ. "მათ (საუდის არაბეთს - მასპინძელ მხარეს) ახალი სტადიონის აშენება სურთ..." - ამბობს ჰირნი. "დარბაზის ვარიანტიც განიხილება."

"აგვისტოში, საღამოს 11:00-ზე, 23 გრადუსი სიცხე იქნება. წინა ბრძოლის დროს, ახალი არენა 7 კვირაში ააშენეს, როდესაც ენტონიმ ენდი რუისის წინააღმდეგ იჩხუბა. მსოფლიო შოკირებული იქნება, ისეთ საღამოს ჩავატარებთ." - აცხადებს ჯოშუას პრომოუტერი.

საუდის არაბეთში მიმდინარე სადღესასწაულო დღეები, არის იმის მიზეზი, რის გამოც ტაისონ ფიურის ჯერ ოფიციალური ბრძოლაზე მიწვევის დოკუმენტაცია არ მიუღია. ორი მებრძოლის ტვიტერზე დაპირისპირება კი დღემდე გრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები