Thumbnail

ტოჩინოშინი ისევ აგებს - გორგაძე ჩიოშომასთან დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მერვე ბრძოლა გამართა
  • ქართველი სუმოისტი ჩიოშომასთან დამარცხდა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იაპონიაში ნაცუ ბაშოზე ასპარეზობას აგრძელებს. ტოჩინოშინი, რომელიც მე-7 მაეგაშირაა, მე-11 მაეგაშირა ჩიოშომას დაუპირისპირდა და დამარცხდა. ჩიოშომამ ბრძოლა უვატენაგეს ილეთით მოიგო. ქართველი სუმოისტის ბალანსი ნაცუ ბაშოზე 2 მოგება და 6 მარცხია.

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მეცხრე ბრძოლას მე-4 მაეგაშირა მიოგირიუს წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც 2 მოგება და 5 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები