Thumbnail

მაინც არ დანებდა - ტონი ფერგიუსონმა საშინელ ტკივილს გაუძლო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტონი ფერგიუსონი ბენელ დარიუშთან დამარცხდა
  • 'ელ კუკუიმ' ამ ბრძოლაშიც საშინელ ტკივილს გაუძლო

ტონი ფერგიუსონი დღეს ოქტაგონზე ბენელ დარიუშს დაუპირისპირა და UFC-ში უკვე ზედიზედ მესამე ბრძოლა დათმო. ბევრი ამბობს, რომ ტონიმ ფორმა და კონდიცია დაკარგა, რასაც ბრძოლების ხასიათის მიხედვით, ძნელია არ დაეთანხმო.

მაგრამ 'ელ კუკუი' თავის სახელს მაინც დღემდე ამართლებს. ბრძოლის მეორე რაუნდში დარიუშმა ფერგიუსონის ქუსლი დაიჭირა და ე.წ. "ჰილ ჰუქით" ბრძოლის მოგებას ცდილობდა, თუმცა როგორც ოლივერასთან ჩხუბში, ფერგიუსონი არც აქ დანებდა.

"ამოვარდნის ხმა გავიგე..." - ამბობდა ბრძოლის შემდეგ ბენელ დარიუში. "არ ვიცი როგორ გაუძლო, ნამდვილი ზომბია, არაფერი ემართება." - განაცხადა წარმოშობით ირანელმა დარიუშმა, რომელმაც დღეს მეშვიდე ბრძოლა მოიგო და რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

კომენტარები

ბოლო ამბები