Thumbnail

ხაბიბის ქამარი ოლივეირამ მოირგო - დივიზიონს ახალი ჩემპიონი ჰყავს!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჩარლზ ოლივეირამ მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა
  • დინამიური ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა

UFC-ის მსუბუქი წონის დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლაში, ბრაზილიელმა ჩარლზ ოლივეირამ მაიკლ ჩენდლერი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ის ქამარი მოირგო, რომელსაც 3 წლის მანძილზე ხაბიბ ნურმაგომედოვი ფლობდა.

ხაბიბი ოქტაგონიდან ჯასტინ გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ თავისი ნებით, დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა. ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლა, პირველ რიგში დასტინ პორიეს ეკუთვნოდა, თუმცა მან კონორ მაკგრეგორთან ტრილოგიის დასრულება ამჯობინა.

სანამ პორიე კონორთან ივლისში გასამართი ბრძოლისთვის ემზადება, მანამდე ტიტულისთვის ბელატორის ყოფილმა ჩემპიონმა - მაიკლ ჩენდლერმა და UFC-ის ვეტერანმა - ჩარლზ ოლივეირამ იჩხუბეს, რომელმაც დღეს ზედიზედ მეცხრე ბრძოლა მოიგო!

პირველი რაუნდი დგომში ჩენდლერის აქტიურობით დაიწყო. ამერიკელმა მალევე ოლივეირას წარბი გაუხეთქა და ბრაზილიელმა ბრძოლა პარტერში გადაიყვანა, სადაც ამ წონაში დღეს ალბათ საუკეთესოა, თუმცა ჩენდლერმა თავის დაძვრენა შეძლო.

პირველივე რაუნდში, ფეხზე წამოდგომის შემდეგ, "აირონმა" ოლივეირას დაგდება შეძლო, ყველაფერი ტექნიკური ნოკაუტისკენ მიდიოდა, მაგრამ ბრაზილიელმა გაუძლო და თავი დაიძვრინა. მეორე რაუნდზე სათქმელი დიდი არაფერია, რასაც პირველში ოლივეირა გადაურჩა, იგივე ბრაზილიელმა ჩენდლერს დამართა, თუმცა ნეშვილელმა მოჭიდავემ ხელები ჩამოყარა და ოლივეირამ ხაბიბის ქამარი მოირგო!

კომენტარები

ბოლო ამბები