Thumbnail

'მიიღებს შეთავაზებას და მოაწერს ხელს' - ანორთოსისის პრეზიდენტი ქეცბაიაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

2008 წლის მერე პირველად ანორთოსისმა ტიტული მოიგო! კლუბმა ეს მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც მთავარი მწვრთნელის პოზიციას ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია დაუბრუნდა - 2007 წელს თასისა და შემდეგ წელს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ქეცბაია გუნდიდან წავიდა და მხოლოდ 2019/20 წლების სეზონისთვის დაბრუნდა. შარშან პანდემიამ ქეცბაიას საჩემპიონო შანსი წაართვა (ერთნაირი ქულების მიუხედავად, ჩემპიონად ომონია გამოაცხადეს), წლეულს კი ანორთოსისმა თასი მოიგო, 120-წუთიანი ფინალი ქეცბაიას გუნდის სასარგებლოდ დასრულდა ოლიმპიაკოსთან - 2:1.

ქართველი ლეგიონერები კვიპროსის თასით

ფინალის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა ეუგენიოს ამბულასმა განაცხადა, რომ ქეცბაია მიიღებს ახალ შეთავაზებას და მოაწერს ხელს. თავად თემურს კი განცხადება არ გაუკეთებია. 

გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი): "არც კი ვიცი, რა ვთქვა, ამ ფანებმა დაიმსახურეს ზეიმი. ორი დღე ისინი ფინალისთვის ემზადებოდნენ. ემოციებით დატვირთულები ვართ, დაძინებაც კი ვერ მოვახერხე. ყველაფერი გავიღეთ, რომ ფანებს დღეს ეს ტიტული ეზეიმათ და ძალიან ბედნიერები ვართ ამით.
დავრჩები თუ არა ანორთოსისში? ვერ გეტყვით, კიდევ ერთი წლით გენტის საკუთრება ვარ. არ ვიცი, რა მოხდება, ამიტომ დღეს მხოლოდ ვზეიმობ".

📺 ანორთოსისის გამარჯვების გოლი 110-ე წუთზე

კომენტარები

ბოლო ამბები