Thumbnail
  • ინდიანა 115:122 ლეიკერსი
  • გოგა ბითაძის 10 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 4 ბლოკი

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი დღის მატჩში ინდიანამ ლეიკერსს უმასპინძლა და 7 ქულით, 115:122 დამარცხდა. ინდიანამ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. გოგა ბითაძემ ლეიკერსის წინააღმდეგ დიდი დრო მიიღო.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 29:52 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულას, 7 მოხსნას, 1 პასსა და 4 ბლოკს მოუყარა თავი. განსაკუთრებით ეფექტური ბოლო მეოთხედში შესრულებული დაფარება იყო, როცა გოგამ ლებრონ ჯეიმსს ორი ქულა არ ჩააგდებინა.

ინდიანამ პირველი მეოთხედი რვა ქულით წააგო - 28:36. მეორე და მესამე მეოთხედები ფრედ დასრულდა, ხოლო ბოლო მეოთხედი ინდიანამ ერთი ქულით მოიგო. მატჩის MVP ენტონი დევისი იყო, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსმა კი 24 ქულა მიითვალა.

ინდიანა მორიგ მატჩს ტორონტოს წინააღმდეგ გამართავს. გოგას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. ლეიკერსი კი დასავლეთ კონფერენციის მე-6 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები