Thumbnail
  • იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა
  • ანდრე პირლოს გუნდს ხუან კუადრადომ მოაგებინა

იუვენტუსსა და ინტერს შორის სერია A-ს 36-ე ტურის მატჩი სასწაული გამოვიდა. კონტეს გუნდს ჩემპიონობა განაღდებული აქვს, მაგრამ იუვენტუსთან იტალიის დერბიში ბოლომდე იბრძოლა და სცადა, რომ მეტოქისთვის ქულები წაერთმია.

ანდრეა პირლოს გუნდს ხუან კუადრადომ უშველა, რომელმაც ძალიან მაგარი შეხვედრა ჩაატარა - კოლუმბიელი მთელი სეზონია ბოლომდე იბრძვის და ამ შეხვედრაშიც ყველაზე მეტი იბრძოლა და იუვეს 3 ქულა მოუტანა.ე

მატჩის მსაჯმა კალვარეზემ ფეხბურთელებს 8 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა. პირველ ტაიმში გუნდებმა პენალტები გაიტანეს, რასაც ტაიმის მიწურულს ხუან კუადრადოს გოლიც მიემატა. მეორე ტაიმის სტარტზე როდრიგო ბენტანკური გააგდეს.

ინტერმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრა, ჯორჯო კიელინიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ 5 წუთში კუადრადომ საოცრად ითამაშა და პენალტი მოიპოვა, რომელიც თვითონვე გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2. იუვენტუსს 75 ქულა დაუგროვდა და მილანს გაუთანაბრდა, თუმცა როსონერი ჯერ მესამე ადგილზეა და ხვალ კალიარისთან მატჩი ელის. ტურინელებს იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ნაპოლი ფლორენციაში ქულებს დაკარგავს და ისინი ოთხეულში ადგილს შეინარჩუნებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები