Thumbnail

2021/22 წლების სეზონიდან უეფა იწყებს ახალ ევროთასს, კონფერენსლიგას, რომლის I საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული კლუბი ითამაშებს: საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი, თასის მფლობელი გაგრა და გორის დილა. 

ამ ეტაპის წილისყრა 15 ივნისს გაიმართება, ხოლო თამაშები 8 და 15 ივლისს შედგება. მართალია, ჯერ ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილი არ არის, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ სამივე ქართული კლუბი განუთესავი იქნება.

ამის მიზეზი უეფას კოეფიციენტია, ქართული კლუბებს მხოლოდ 1.375 აქვთ კოეფიციენტი. არადა, ანტონ თოლორდავასა და ზაქარია ბეგლარიშვილის ესტონურ ლევადიას, სულ რაღაც 3.750 კოეფიციენტით განთესვა გარანტირებული აქვს. 

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე გარკვეულია რამდენიმე განთესილის ვინაობა, რომლებიც ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები არიან:

ფეჰერვარი (უნგრეთი), დანდალკი (ირლანდია), სუდოვა (ლიეტუვა), ნიუ სეინტსი (უელსი), სპარტაკი (სლოვაკეთი), კუპს (ფინეთი), კლაკსვიკი (ფარერები), ფჰ (ისლანდია), სუტიესკა (მონტენეგრო), ლიეპაია (ლატვია), ჰიბერნიანსი (მალტა), ლევადია (ესტონეთი). 

კომენტარები

ბოლო ამბები