Thumbnail
  • ლუკას ჰუფნაგელმა კარიერის შეწყვეტა ტრავმის გამო გადაწყვიტა
  • მისი უნტერჰახინგი გერმანიის III ლიგიდან გავარდა

sueddeutsche.de-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მიზეზი ქრონიკული ტრავმაა, რომელიც მას ხელს უშლის პროფესიულ კარიერაში. 

დღეს ჰუფნაგელის უნტერჰახინგი როსტოკის ჰანზასთან შინ 0:1 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი სათადარიგო იყო. 22 მაისს უნტეჰახინგი მაგდებურგს ესტუმრება, თუმცა მატჩს მნიშვნელობა აღარ აქვს, უნტეჰახინგი III ლიგიდან გავარდნილია. თუ მაგდებურგთან არ ითამაშებს, ჰუფნაგელის ბოლო მატჩი კარიერაში ბაიერნის მეორე გუნდთან მოგებული იქნება - 9 მაისს ლუკასი მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა. ეს სიმბოლურიცაა, რადგან ჰუფნაგელი ბაიერნის სკოლის აღზრდილია. უნტეჰახინგის გარდა ჰუფნაგელს ფრაიბურგში და ნიურნბერგში უთამაშია. საქართველოს ნაკრებში მან 2 მატჩი გამართა (2015 წელს). 

კომენტარები

ბოლო ამბები