Thumbnail
  • ფრაიბურგი 2:2 ბაიერნი
  • რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონში მე-40 გოლი გაიტანა

ბუნდესლიგის ბოლოსწინა, 33-ე ტურში მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონის რანგში ესტუმრა ფრაიბურგს და 2:2 ეთამაშა. 26-ე წუთზე ანგარიში 11-მეტრიანი დარტყმით რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა და ამ გოლით პოლონელი ფორვარდი ისტორიაში შევიდა - მან გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა.

49 წლის წინათ, 1971/72 წლების სეზონში გერდ მიულერმა ბუნდესლიგის ერთ სეზონში 40 გოლის გატანა შეძლო. ბაიერნის ლეგენდის შედეგის გამეორება ისევ ბაიერნელმა შეძლო, რომელსაც სეზონის ბოლომდე ერთი მატჩი რჩება. 32 წლის პოლონელს ერთ კვირაში ბოლო შანსი აქვს, რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს, ბაიერნი, რომელმაც ბუნდესლიგის ჩემპიონობა ზედიზედ მეცხრედ მოიპოვა, აუგსბურგს მასპინძლობს.

ფრაიბურგი 2:2 ბაიერნი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (26-პენალტი), 1:1 გულდე (29), 1:2 სანე (53), 2:2 გიუნტერი (81)

📺 ფრაიბურგი v ბაიერნი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები