Thumbnail
  • ცსკა 79:75 ნიჟნი ნოვგოროდი
  • თორნიკე შენგელიას 12 ქულა და 3 მოხსნა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB ლიგის მეოთხედფინალის გადამწყვეტ მატჩში ნიჟნი ნოვოგორდს უმსასპინძლა და მატჩი 4 ქულით მოიგო - 79:75. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 27:21 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი და 10-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკემ ვერცერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა.

მატჩი დაძაბულად წარიმართა და ნიჟნი ნოვგოროდი ბოლო პერიოდის წინ 3 ქულით იგებდა, თუმცა იტუდისის გუნდმა მეოთხე პერიოდი 7 ქულით მოიგო და VTB ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე ზენიტი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები